რეფლექსია - 6
განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები, გავიგე როგორ შევარჩიოთ მრავალფეროვანი ნიმუშები, რა სახის მრავალფეროვანი ნიმუშები გაკეთდა ჩემს პროდუქტში, რომელიც მომცემს მრავალფეროვანი შეფასების საშუალებას, გავაკეთეთ აქტივობა კვლევაზე, ავაგეთ დიაგრამა. ჩავატარე კვლევა ჩემი თემის ირგვლივ, რაც დამეხმარა მოსწავლის მაღალ სააზროვნო უნარებზე გავსულიყავი.
რეფლექსია 7-8
გავიგე როგორ ხდება მოსწავლეების ნამუშევრების შეფასება, რა მნიშვნელობა აქვს შეფასების ცხრილებს როგორ ხდება თვითრეგულირება.
გავეცანი ფასილიტაციის მნიშვნელობას, რომელიც დამეხმარება პროექტის მსვლელობისას მოსწავლეებს მივცე მიმართულებები.
ჩვენი ტრენინგი დასასრულს მიუახლოვდა. შევაჯამეთ შესწავლილი მასალა, ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე, ბავშვის აღქმის სტილზე და ინტელექტზე, რაც შესაძლებლობას მომცემს განვახორციელო ინდივიდუალური მიდგომები, რათა ბავშვის შესაძლებლობები მაქსიმუმის გამომჟღავნება შევძლო.
No comments:
Post a Comment