რეფლექსია - 1
პრობლემებზე ორიენტირებული სწავლებით მიღწეული შედეგის წარმოჩინება პროექტის მეშვეობით ხორციელდება. პროექტი დიფერენცირებული სწავლების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ამძაფრებს დამოუკიდებლობას ზრდასრულობის განცდას. ავითარებს როგორც დამოუკიდებელ, ასევე გუნდური მუშაობ ის უნარ-ჩვევებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ინფორმაციას, ნასწავლ მასალას უაღრესად სახალისო და ინტელექტუალურად დატვირთულ ცხოვრებისეულ გამოცდილებად აქცევს. პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეები შეძენილ ცოდნას და უნარ-ჩვევებს იყენებენ პრაქტიკაში. პროექტის სწავლება იწვევს მოსწავლეთა მოტივაციას და ზრდის პასუხისმგებლობას. ისინი ხალისით ასრულებენ სამუშაოს . პროექტზე მუშაობა ხელს უწყობს მოსწავლეების საინფორმაციო სივრცეში ორიენტაციას, ასევე ანალიტიკური, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას.
No comments:
Post a Comment